14:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 13:40:37, 1444 ნახვა

სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის განცხადებებს მოჰყვა, რომლებიც 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოველენებს და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას ეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს მოუწოდა, მხოლოდ პროცედურაზე ესაუბრათ და განმარტა, რომ ის საკითხები, რომლებიც მათ გააჟღერეს დღის წესრიგში არ იყო.

„საკმარისია უკვე! დაიცავით წესი და დაიცავით რეგლამენტი. გაინტერესებთ აქ რა საკითხები იხილება თუ არ გაინტერესებთ? დებოშის ასატეხად მოდიხართ აქ?“, - მიმართა ბესელიამ დეპუტატებს.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ კახიძესა და სალომე სამადაშვილს რეგლამენტით დადგენილი პროცედურით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხვა საკითხებზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics