2018-12-18 12:04:28, 1545 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია, საპარლამენტო მდივნად კი, დიმიტრი გაბუნია დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია, საპარლამენტო მდივნად კი, დიმიტრი გაბუნია დანიშნა.
ზურაბიშვილის თქმით, ისინი საკუთარი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. რაც შეეხება გუნდის სხვა წევრებს, პრეზიდენტი მათ კვირის ბოლოს წარადგენს.
"გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, ვინ შემოგვიერთდებიან და კვირის ბოლოს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი", -აღნიშნა პრეზიდენტმა.
ავტორი: ,