07:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 17:18:18, 925 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ტროტუარი პირველად მოეწყო

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში ტროტუარი არ არსებობდა და ფეხით მოსიარულეებს სამანქანო გზაზე უწევდათ სიარული. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტროტუარი პირველად მოეწყო. 

როგორც კალაძემ ქუჩაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საყრდენი კედლის დამცავი ბილიკი ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარია, სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 
 
„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ქილიკობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა ამ ვიწრო მონაკვეთზე გაიაროს. ეს იყო სიცრუე, რომელიც არაკეთილმოსურნეებმა გაავრცელეს. იმ კონკრეტულ საყრდენ კედელს აქვს სპეციალური პატარა ბორდიური, რომელიც მას ავტომობილის დაჯახებისგან იცავს. რაც შეეხება ტროტუარს, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე იგი არ არსებობდა. მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად ავიღეთ 12 ავტოფარეხი, გაკეთდა ტროტუარი, სადაც მოქალაქეებს გადაადგილება ჩვეულებრივ შეუძლიათ, მათ შორის, ეტლითაც, ასევე ავტომობილებისთვის მოეწყო სპეციალური საპარკინგე ზონა. ეს ტროტუარი არის ყოველმხრივ მოწყობილი და მოპირკეთებული. ერთი რამ მიკვირს, რატომ აწვდიან მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას, დავიჯერო, თბილისში ვერ ნახულობენ მართლა რეალურ პრობლემებს? უამრავი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას სიმართლე უთხრან, აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრონ, შეცდომაში შეყავთ.  ჩვენ არავის მივცემთ მოსახლეობის მოტყუების შესაძლებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics