07:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 18:57:28, 1185 ნახვა

საზოგადოება
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან გაგრძელდება

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება.

ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი გომბორის უღელტეხილზე იმყოფება, ხოლო ნაწილი თელავიდან უღელტეხილისკენ მიემართება, საიდანაც ისინი თბილისში გამოემგზავრებიან.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პოლიციამ მათ დღეს უკანონოდ ჩაუკეტა გზა და მშვიდობიანი აქციის გამართვაში ხელი შეუშალა.

„ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას. დღეს რაც მოხდა, არის სრული ჩამოხსნა ფარდის, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას. მათ აბსოლუტურად უკანონოდ შეგვიშალეს ხელი მშვიდობიან აქციაში. უკანონოდ ჩახერგეს გზა. გომბორზე რატომ დავდექით?!- აქ კიდევ ერთხელ გვინდა გაჩვენოთ,რომ აქედან უფრო მოკლეა თელავამდე, მაგრამ რადგანაც გვითხრეს წავედით გურჯაანის გზით და იქ გადაგვიკეტეს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს გიორგი ვაშაძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მთავარი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება.

შეგახსენებთ, დღეს გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics