06:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:58:35, 1058 ნახვა

საზოგადოება
საყოველთაო Secret Santa 2019 დაიწყო!

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: www.secretsanta.ge და ჩაერთოს ჯადოსნურ Secret Santa-ში.

საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით 2017 წელს პირველად განხორციელდა და ამ წლების განმავლობაში ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით,  300 000-მდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული და ჩართული პროექტში.

საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდნენ. აღსანიშნავია, რომ წელსაც სანტებს შესაძლებლობა ექნებათ, რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.

საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში ჩართული ადამიანები ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდიან, რადგან მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარსაც  დიდი ძალა აქვს. ყველას შეუძლია გახდეს სანტა, რათა ერთად მოვიყვანოთ ყველაზე თბილი ახალი წელი!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.secretsanta.ge

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics