15:37 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 14:03:31, 346 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის გამო გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადდათ

თბილისში მომხდარი სტიქიის გამო გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადდათ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ის გადამხდელი, ვინც შექმნილი ვითარების გამო საგადასახადო დეკლარაციის კანონმდელობით დადგენილ ვადაში წარდგენას და გადასახადების გადახდას ვერ მოახერხებს, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან.

„2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 15 ივნისი გამოცხადდა უქმე დღედ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელების მდგომარეობას და ყველა ის გადამხდელი, რომელიც აღნიშნულის გამო, ვერ მოახერხებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდელობით დადგენილ ვადაში წარდგენას და გადასახადების გადახდას, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics