23:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 13:35:01, 464 ნახვა

პოლიტიკა
საგანგებო შტაბი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პირადი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პირადი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, შტაბი მოხალისეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან.

როგორც საგანგებო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება არ არსებობს.

„დღეიდან თბილისში მომხადრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. ამ ეტაპზე დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება არ არსებობს. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს, გასულ დღეებში მათ მიერ გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამაშველო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო. თუმცა, იმისათვის, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს, გვსურს, მოვუწოდოთ მათ, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან. ამავე დროს, თხოვნით მივმართავთ დედაქალაქის მოსახლეობას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ თბილისის ცენტრალურ უბნებში პირადი ავტომობილებით გადაადგილებისაგან, რათა შეძლებისდაგვარად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და თავიდან იქნას აცილებული საცობები“, - ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics