|
2018-12-12 14:55:15, 1520 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.00 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, ძირითადად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ქვემოთ ნარჩუნდება. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებელთან ახლოს იქნება. მიმდინარე წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. როგორც წინა სხდომებზე გაცხადდა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ეს პროცესი ნელი იქნება, რაც რეგიონში არსებული რისკების ინფლაციაზე შესაძლო გადმოცემას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები შემცირდა, ინფლაციის პროგნოზზე მოქმედი გაურკვევლობა კვლავ სახეზეა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების სიჩქარე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები. საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები გრძელდება. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 20 პროცენტით გაიზარდა. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება ფულადი გზავნილების შემოდინებებშიც (წლიური ზრდა 16 პროცენტი). ასევე მაღალია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპიც, რაც მოთხოვნის გაძლიერებას განაპირობებს. წინასწარი შეფასების ინდიკატორები ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 30 იანვარს გაიმართება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)