15:37 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 13:17:35, 494 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის სინოპტიკური ცენტრის ინფორმაციით, მსგავსი ანომალური წვიმა საქართველოში შესაძლოა, 20 წელიწადში ერთხელ მოვიდეს

რუსეთის სინოპტიკური ცენტრის ინფორმაციით, ისეთი ანომალური წვიმა, როგორიც თბილისს  რამდენიმე დღის წინ თავს დაატყდა, საქართველოში შესაძლოა,  20 წელიწადში ერთხელ მოვიდეს.
როგორც სინოპტიკური ცენტრის დირექტორმა ვადიმ ზავოდჩენკომ განაცხადა, ატმოსფეროს არასასურველი ნალექები შავი ზღვის აკვატორიიდან წამოვიდა და თბილისამდე მიაღწია. მისივე შეფასებით,  ამგვარი სტიქიური უბედურება თბილისის გეოგრაფიულ მდებარეობასაც უნდა დაუკავშირდეს, რომელიც მთაგორიანია.
"იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთ საქართველოში წარმოქმნილი სინოპტიკური მასები მოემართებიან აღმოსავლეთ საქართველოში და ვინაიდან აღმოსავლეთი, კერძოდ, თბილისი უფრო მთაგორიანია, ხდება ძლიერი წვიმების მოსვლა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ანომალური წვიმების მოსვლა საქართველოში შეიძლება მოხდეს 20 წელიწადში ერთხელ",-განაცხადა  ცენტრის დირექტორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics