00:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 12:58:08, 1766 ნახვა

კომენტარი
ანზორ ჩუბინიძე - სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება.

როგორც ჩუბინიძემ განმარტა, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ახალ პრეზიდენტს უმაღლესი ხარისხის დაცვა არ ესაჭიროება.

„დაცვა სხვადასხვა კატეგორიებს მოიცავს, ამაზე რთულია საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს სამსახურში განსაზღვრულია სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება არ არის, ხარისხს ვუკლებთ. ეს გამოიხატება რაოდენობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩართულობაში“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics