|
2018-12-10 17:44:28, 1320 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის 2018 წლის შედეგები
2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეებისა და ბიზნესგეგმების ეტაპების შემდეგ გამოვლინდა 917 გამარჯვებული მეწარმე, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით 8 300 000 ლარს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული აპლიკანტების 45% ქალი მეწარმეა. დაფინანსებულ პროექტებს შორის არის: საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება; საოჯახო სასტუმრო; საფეიქრო საწარმო; მეტალის/ხის/პლასტმასის საწარმო; კვების ობიექტი; ავტო-ტექ მომსახურება/ვულკანიზაცია; ხელნაკეთი ნივთების საწარმო; სამედიცინო მომსახურება; ტურისტული მომსახურება; სამშენებლო მასალის წარმოება; სილამაზის და ესთეტიკის სალონი; მეღვინეობა; სხვადასხვა სახის სასწავლო ცენტრი. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აპლიკანტი ვერ ახერხებს დაფინანსების მოპოვებას, დღეისათვის, აღნიშნული პროგრამის დახმარებით, ბიზნესგეგმის დაწერისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გადამზადება გაიარა 16 000-მდე აპლიკანტმა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებულია რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი. აღნიშნული 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება და წლევანდელი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაფინანსებულია 9 203 ბენეფიციარი, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ. ლარზე მეტია.
(NS)
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)