00:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 14:07:36, 1541 ნახვა

კომენტარი
ბესელია ია კერზაიას საქმეზე: საჭიროა ობიექტური შეფასება - ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა

„საჭიროა ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ყველა გარემოებაზე იმსჯელებს.

„ვფიქრობ, რომ კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ყველა გარემოებაზე იმსჯელებს, ყველა საკითხს გულდასმით ჩაჰყვება და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მძიმე ფონზე, როდესაც გარდაიცვალა ადამიანი, საჭირო არის ობიექტური შეფასება, ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics