02:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-09 13:57:56, 1269 ნახვა

საზოგადოება
კლიმატის ფორუმის მონაწილე ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთში არ შეუშვეს -საგარეო უწყების განმარტება

პოლონეთის ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ, ქვეყანაში არ შეუშვა. როგორც ცნობილი გახდა, მესაზღვრეებმა სამოქალაქო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი არ გაატარეს, მათ შორისაა ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელია.

ქართველი სამოქალაქო აქტივისტი  აეროპორტში გასულ ღამეს საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს და უთხრეს, რომ მისი სახელი საშიში პირების სიაშია.

ნუგზარ კოხრეიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას ორი ვარიანტი შესთავაზეს - უკან გაბრუნებულიყო საქართველოში და პოლონეთში მოგვიანებით ჩასულიყო, უარის შემთხვევაში კი დეპორტაცია დაემუქრებოდა და 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალებოდა. მისივე თქმით, პოლონეთში მათი ჩასვლის მიზანს  მარშში მონაწილეობა წარმოადგენდა, რომელიც ნახშირის მოპოვების შეჩერებას ეძღვნებოდა.

აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძის პოლონეთის აეროპორტში იძულებითი გაჩერების შესახებ, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს. მათი თქმით, ინციდენტის შესახებ საქმის კურსში არიან.

„ინფორმაციის მიღებისთანავე აქტიურად ვმუშაობთ პოლონურ მხარესთან, თავად ღონისძიების ორგანიზატორებთან და ბუნებრივია მუდმივ კავშირში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან.

საქართველოს მოქალაქეების გარდა საზღვარზე მოხდა ღონისძიების მონაწილე სხვა პირების შეფერხებაც. ყველა ქვეყნის მიგრაციის და სასაზღვრო სამსახურებს აქვთ უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიზეზებს ვარკვევთ პოლონურ მხარესთან. სავარაუდოდ, აღნიშნული შეზღუდვები შესაძლოა უკავშირდებოდეს  უსაფრთხოების გარემოს“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics