06:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 13:49:52, 1399 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის თანამშრომლებმა თელავში, საგარეჯოში, მარნეულსა და კასპში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.

კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა შეხვედრებზე ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმებსა და აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მეთოდებზე ისაუბრეს.

"112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.

შეხვედრების დასასრულს დისკუსია გაიმართა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics