|
2018-12-07 12:37:04, 1030 ნახვა
საზოგადოება
„ქალთა მოძრაობა“ და NGO-ები ზურაბიშვილს მოუწოდებენ, საპარლამენტო მდივნად გაბუნიას დანიშვნის საკითხს გადახედოს
„ქალთა მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას. აღნიშნულს მიზეზად კი გაბუნიას იმ გაცხადებას ასახელებენ, რომელიც მან ზვიად დევდარიანის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. „2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. „ქალთა მოძრაობა“ ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდეტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას. „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოემხაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „[დიმიტრი გაბუნიას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნა] განიხილება. ჯერ არავინ არაა დანიშნული. მიმდინარეობს ეს პროცესი და როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამასაც გეტყვით. არ გამოვრიცხავ“. ქალბატონო პრეზიდენტო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ როგორც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში. მიმართვის ავტორები არიან: „ქალთა მოძრაობა“; „საფარი“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო; ქალთა ფონდი საქართველოში; ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის; ფონდი „ტასო“; ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად“; „ახალგაზრდა ფემინისტები“; „თანასწორობის მოძრაობა“; „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“; „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); „თანაზიარი“; „განათლებისა და შრომის ასოციაცია“; „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“; „განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი“; Action Global Communications Georgia.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)