|
2018-12-06 15:00:31, 1208 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა
„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებია განხილული. „გალტ ენდ თაგარტი“ განაგრძობს რეგიონის ეკონომიკების მაკრეოკონომიკური დაფარვის გაფართოებას და ქვეყნების ეკონომიკების შესწავლას. სტრატეგიის მიზანია, „გალტ ენდ თაგარტი“ გახდეს რეგიონალური საინვესტიციო ბანკი და შეძლოს ინვესტორების მომსახურება რეგიონის მასშტაბით, რათა მათ გააცნოს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. ამჟამად ინვესტორები რეგიონში ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ და შესაბამისად, მათი დაინტერესება რეგიონის ეკონომიკებით მზარდია. აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკურ პროდუქტებზე. უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა,რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. „ბოლო რამოდენიმე წელია, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით გეგმავს. ამ მიმართულებით ინვესტორების მხრიდან პოზიტიურმა მოლოდინებმა ინტერესი გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთი არ არის ბევრი საკონსულტაციო კომპანიის დაფარვის საგანი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკის მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარება ინვესტორებს ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასებაში და ინვესტირებაში, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გალტ ენდ თაგარტის საქმიანობაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში უზბეკეთის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა და კორუფცია სახელდება. საბანკო სექტორში და ეკონომიკის სხვა დარგებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა, რაც ზღუდავს კონკურენციას. აღნიშნული გარემოება კი ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას. მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე და მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის სრულად სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.galtandtaggart.com
(R)
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)