06:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 13:40:49, 1420 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე - განცხადებები, რომ თითქოს, მათ იარაღი ჩაუდეს, სიცრუეა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, სემენ სემენჩენკოს განცხადებებს გამოეხმაურა.

სემენჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღები „ჩაუდეს“ და ასევე დნმ-ის ანალიზი აუღეს, რაც დეპუტატის თქმით, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

„გარკვეული ეჭვები გამოძიებას შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით გააჩნია, თუმცა ჩვენ რეალურად ვატარებთ სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებსაც იმისთვის, რომ უფრო ნათელი სურათი შევქმნათ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ადამიანები კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლებით არიან ბრალდებულები. დნმ-ს რაც შეეხება, იქ იყო განცხადებები, რომ თითქოს, იარაღი ჩაუდეს და ა.შ, ეს მათი სტრატეგიაა. ამას ჩვენ არ ვადასტურებთ. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, იარაღი ამოვუღეთ, დავაკავეთ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. დნმ-ს რაც შეეხება, არ ვიცი, რასთან დაკავშირებით საუბრობს, ზოგადად, იძულების ზომების გამოყენება პოლიციას და საგამოძიებო ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს აქვთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს დააკავეს, 4 დეკემბერს კი, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics