2018-12-05 17:18:19, 662 ნახვა
რეგიონი
შუახევში 60-დან 51 ლოკაციაზე ფერდსამაგრი სამუშაოები დასრულებულია
შუახევის მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებენ.
მერიის ინფორმაციით, კომისიამ დასრულებული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები სოფელ ღორექეთში და სოფელ ნიგაზეულში დაათვალიერა.
ფერდსამაგრები დასრულდა:
სოფელ ღორექეთში დავით დავითაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებას გატარება - კერძოდ, საყრდენი კედლის მოწყობა, პროექტის ფარგლებში მოეწყო 30 მ საყრდენი კედელი;
სოფელ ნიგაზეულში (ხოზნების უბანში) დასრულდა გზის რეაბილიტაცია და გაბიონის მოწყობა, მოეწყო 30 მ გაბიონი;
ორივე ლოკაციაზე სამუშაოებს შპს ,,ბილდერი“ აწარმოებდა.
დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 60 - მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, მათგან 51 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.
(NS)
ავტორი: ,