2018-12-04 13:10:36, 1495 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ?!
„ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა პრეზიდენტი ვარ, ცოტა ჩაიწიეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურალისტებს.
ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 3 800 000 ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის, ასევე ხარჯების შესახებ რამდენიმე დღეში, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
"ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის. როცა ვიქნები არჩეული და აღიარებული მერე გეტყვით, რა იქნება“, - განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა.
ავტორი: ,