23:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 17:52:22, 1355 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 17:00 საათიდან შეფერხებით მუშაობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, მგზავრების მომსახურება მეტროსადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი. 

"სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის „მეტროპოლიტენის“ პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“– „ვარკეთილი“) შეუფერხებლად მუშაობს.  თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics