|
2018-12-03 13:06:19, 804 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდება
„თბილისის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია „თბილისური ბაზარი“, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და „რადიო ქალაქის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. „საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „თბილისური ბაზარი“, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი ნამუშევრები გამოიტანონ და გაყიდონ. ასევე, თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია „რადიო ქალაქის“ პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება - კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ. საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს და 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გატარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ფესტივალი neWon გაიმართა. „ჩვენთვის სიახლეა ღამის ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ვცდილობთ, რომ ეს სფერო გავაძლიეროთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“, „ღამის ავტობუსი“ მოძრაობს, რომელიც მგზავრებს გასართობ და კულტურულ ცენტრებთან აკავშირებს. ასევე, თბილისში პირველად ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი neWon, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვყავდა უცხოელი სტუმრები, სხვადასხვა ქალაქების ღამის ეკონომიკის მერები. მათ შორის, ამსტერდამის მერი. გაიმართა დისკუსია, თუ რა უნდა განხორციელდეს და როგორი უნდა იყოს ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ჩვენ შევძლებთ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას - მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)