|
2018-12-03 12:43:17, 517 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას პირველად დააფინანსებს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონის დონეზე სხვადასხვა სახის დაავადების მაღალტექნოლოგიურ, ოპერაციულ და სარეაბილიტაციო მომსახურებას აფინანსებს. უწყება, 2019 წელს მოსახლეობას რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მომავალ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, პირველად მოხდება რეგიონის მოსახლეობისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. „მოგეხსენებათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების საჭიროება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დაფინანსებას - 80 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფიანანსებას - 150 000 ლარით" - აღნიშნა ჩვენთან საუბარისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მომავალ წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, პირველად დაუფინანსებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს, თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი განისაზღვრება 25 000 ლარით. ცვლილება იგეგმება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების წესში. მომავალი წლიდან უწყება ზრდის ღვიძლის ტრანსპლანტაციისათვის გათვალისწინებულ თანხას და ერთ პაციენტზე გამოყოფს 65,000 ლარს. სამინისტრო აღნიშნულ მომსახურებას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც გამოიყო - 370,000 ლარი. სიახლეებია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაშიც. მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობის კურსი. 2013 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 11 პროგრამას ახორციელებდა, 2019 წელს უწყება 32 პროგრამას განახორციელებს.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)