05:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 12:16:05, 1420 ნახვა

სამართალი
ნინო ლომჯრია მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის დაკავებას, საეჭვოდ მიიჩნევს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის, მირთაგ ასადოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

ომბუდსმენის თქმით, ასადოვის დაკავებაზე სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო, თუმცა მასთან შეხვედრა არ შემდგარა.

ამასთან, ლომჯარია ფიქრობს, რომ დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვო იყო. მისი განმარტებით, ასადოვის მხრიდან სამართალდარღვევა არ მომხდარა.

„ასადოვის დაკავებისთანავე ვიყავით ინფორმირებულები, მოგვაწოდეს ინფორმაცია. ამ ეტაპამდე არ გავსაუბრებივარ, მასთან შეხვედრის შემდგომ მეტი ინფორმაცია მექნება. რა თქმა უნდა, დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვოა, როგორც ცნობილია არ ხორციელდებოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევა.  ის მაინც ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული. მას შემდეგ რაც შევხვდებით უფრო მეტი დეტალები გვექნება. რადგან აზერბაიჯანში დააკავეს ჯერჯერობით პირდაპირ  კავშირზე და გარიგებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 7 ნოემბერს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. ასადოვი მომხდარის გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს.

ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics