|
2018-12-02 11:32:54, 906 ნახვა
საზოგადოება
თბილისი პარიზის დეკლარაციას შეუერთდა
1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, თბილისში ხელი მოეწერა პარიზის დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) წარმომადგენელმა ლევ ზოგრაბიანმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა" ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისი, ისევე, როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის საფრთხეებს ქალაქის მასშტაბით. თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. ასევე, C ჰეპატიტის პროგრამას, რომელზეც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყოველწლიურად კი 1 მილიონამდე ლარი იხარჯება ამ დაავადებათა გამოვლენაზე", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. პირველად, 2014 წლის 1 დეკემბერს პარიზში, საფრანგეთში, ხელი მოეწერა ქალაქების მერების დეკლარაციას, რომლის მიზანიც არის, დასრულდეს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია მათ ქალაქებში. ხელმოწერით მერებმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან, ხელი შეუწყონ მათ ქალაქებში ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც მიმართულია აივ ინფექციის/შიდსის ეპიდემიის დასრულებისკენ. დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატორები იყვნენ პარიზის მერია, UNAIDS და UN-Habitat. 2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარებით, 300-ზე მეტმა ქალაქმა უკვე მოაწერა ხელი დეკლარაციას, მათ შორის არიან: ამსტერდამი (ჰოლანდია), ათენი (საბერძნეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ბერლინი (გერმანია), ბრიუსელი (ბელგია), ბუქარესტი (რუმინეთი), ჟენევა (შვეიცარია), კიევი (უკრაინა), ლისაბონი (პორტუგალია), მადრიდი (ესპანეთი), ოდესა (უკრაინა), პარიზი (საფრანგეთი), ვენა (ავსტრია), ატლანტა (აშშ),ბოსტონი (აშშ), ჩიკაგო (აშშ),ნიუ-იორკი (აშშ),სან-ფრანცისკო (აშშ), ვაშინგტონი (აშშ), მეხიკო (მექსიკა), კასაბლანკა (მაროკო), დარ-ეს-სალამი (ტანზანია), იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა), ბუენოს აირესი (არგენტინა), რიო დე ჟანეირო (ბრაზილია) და ა.შ. თბილისის მიერ პარიზის დეკლარაციის ხელმოწერა გულისხმობს, რომ თბილისი, ისევე როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის საფრთხეებს და უერთდება წამყვანი ქალაქების სულისკვეთებას ამ დაავადებების დამარცხებისთვის.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)