|
2018-11-30 15:12:27, 2500 ნახვა
ეკონომიკა
არჩვაძე: 6,7%-იანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და დამაიმედებელია - ბიზნესისთვის
„ეკონომიკური ზრდა 6,7 პროცენტის ოდენობით საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკური გარემოა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა. ეკონომიკის დოქტორმა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს. სოსო არჩვაძის თქმით, ზრდის აღმავალი ტრენდი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს. სოსო არჩვაძემ კიდევ ერთ პოზიტიურ მომენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ბიზნეს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მაღალი ტემპია. „ამ საწარმოების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7 ჯერ აღემატება ეკონომიკის ნომინალურ ზრდას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო მზარდი წილი უკავია ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებაში ბიზნეს სექტორს. შესაბამისად, უფრო ნაკლები სახელმწიფო მართვას, ბიუროკრატიას და ეს არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს,“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ. მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეკონომიკურ ზრდაში მზარდი როლი ისეთ დარგებს მიუძღვის, რომლებიც მაღალი ზრდის ტემპით რამდენიმე თვის წინ არ გამოირჩეოდნენ. ეკონომიკის ექსპერტმა ერთ-ერთ ასეთ დარგად მოიყვანა მშენებლობა, სადაც ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია რამდენიმე თვეში წარმატებით დაიძლია და 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელში თავისი პოზიცია ფუნქცია შეასრულა. „ეკონომიკას უყვარს სტაბილურობა და იმედია, არაფერი შეუშლის ხელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტრენდის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.
(NS)
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)