20:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 14:54:56, 843 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ანდრო ასლანიშვილი წარუდგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიით იურისტს, ანდრო ასლანიშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013-2015 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ხოლო 2015 წლიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში კოორდინაციას უწევდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას.

2018 წლის აპრილიდან აგვისტომდე ანდრო ასლანიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა და რთვლის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ 2018 წელს ჩატარდა თითქმის ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული და ორგანიზებული რთველი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი ხელმძღვანელის წარდგენასთან დაკავშირებული შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებმა მინისტრს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული პრობლემები გააცნეს.

ინსტიტუციური გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა - ეს ის მნიშვნელი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გეგმავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics