20:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 14:34:59, 992 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი შესაძლო ზეწოლის, ძალადობისა და მოსყიდვის თაობაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციებს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუმარტა, ომბუდსმენის აპარატი არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მისივე ინფორმაციით, შესაბამის ანგარიშში ასახული გამოვლენილი დარღვევების შესწავლა აპარატმა უკვე დაიწყო. 

„სახალხო დამცველის მანდატი არ არის, შეაფასოს არჩევნების ლეგიტიმურობა, სახალხო დამცველის მანდატი არის ის, რომ მოახდინოს რეაგირება ინდივიდუალურ, თუ სისტემურ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ჩვენ გვქონდა რეაგირება ინდივიდუალურ ინციდენტებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა ძალადობას, თავდასხმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის შემთხვევების თაობაზე და ამ წუთას, ამ პროცესში სახალხო დამცველი ამ ინფორმაციებს ამოწმებს, სწავლობს პირველ წყაროებთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გვქონდეს შესაბამისი შეფასებები უკვე ადამიანის უფლებების წლიურ ანგარიშში, რომელსაც წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ“, - აცხადებს ლომჯარია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics