|
2018-11-30 14:30:47, 1212 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება
„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ მუშაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისი ორგანოების მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა კიდევ ერთხელ მათ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა თავისი ფუნქციები და უზრუნველყო არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარება. მადლობა მინდა გადავუხადო დამკვირვებლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ყურადღება ეუთოს რეკომენდაციებზე გაამახვილა და მათ წარმოდგენილი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს და რაც პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობაა. „მე განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანი ეუთოს რეკომენდაციებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მინდა, მათ, ზოგადად, მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში - ეს არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი, პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ ეს პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი იქნება. ირაკლი კობახიძემ ახლადარჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. „ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კონსტიტუციური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)