2018-11-28 11:19:29, 952 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ დარღვევების არცერთი ფაქტი არ დაადასტურა - ვიდეო
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ უარყო დაფიქსირებული დარღვევების და ხარვეზების ნამდვილობა და აღნიშნა, რომ ცესკოს მონაცემებით, არცერთი ფაქტი არ დასტურდება.
„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის #8 საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია უბნიდან;
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის #29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს“ - განაცხადა პრეს-სპიკერმა.
ავტორი: ,