18:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 10:53:35, 1137 ნახვა

საზოგადოება
ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.26% შეადგინა - ვიდეო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ  7.26% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 255 251 ამომრჩეველია.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 10:00 სთ-ის შეადგინა 215 294 ამომრჩეველი, რაც პროცენტულად 6.14%-ი იყო.

მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომ და  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.

არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics