20:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 13:01:33, 1522 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადაავადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476  დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე - ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები  ბაზარზე ზედამხედველობს განხორციელებას.

 რეგლამენტის თანახმად ამ სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული  დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას ადგილობრივ ბაზარზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიუხედევად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით (რეგლამენტის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტის საშუალებით,  ასევე წინასწარ გაგზავნილი იყო შენიშვნებისათვის შესაბამის ბიზნეს ასოციაციებთან, მოეწყო შეხვედრები ბიზნეს-სექტორთან), აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად ინფორმირებისათვის. იმპორტიორთა ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.

 „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე არ შექმნილიყო სამშენებლო პროდუქტების  დეფიციტი და მას შესაბამისად არ მოყოლოდა პროდუქტებზე ფასების ზრდა, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე.

 ამასთან გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ 2019 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პერიოდი,  არის სრულიად საკმარისი, რათა კერძო სექტორი მოემზადოს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის N476 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესრულებისათვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics