15:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 15:09:20, 2739 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერებმა „ბრექსითი“ დაამტკიცეს

ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გეგმა დაამტკიცეს. 

ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაწერა. „ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა შეთანხმება და პოლიტიკური დეკლარაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მომავალი ურთიერთობის შესახებ“, - წერს ტუსკი.

ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებაზე მსჯელობას სულ 40 წუთი მოანდომეს. თუმცა, ევროპელი ლიდერების თანხმობა არ ნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმა ძალაში შედის.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ, „ბრექსითის“ შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics