17:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 13:10:31, 1309 ნახვა

საზოგადოება
პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ფოტოპროექტის „პატარა თბილისი" პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თომასთან ერთად ფოტოპროექტის „პატარა თბილისი" პრეზენტაციას დაესწრო.

აღნიშნული პროექტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა".

პროექტის ფარგლებში გამოიცა ფოტოალბომი, რომლის მთავარი გმირები ბავშვები არიან.

მაკა ჩიჩუამ ფოტოალბომში შესული ფოტოების გამოფენა დაათვალიერა და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს ნინო ონიანსა და გოგა ჩანადირს, ამ ძალიან კარგი საქმისთვის. გოგა ყოველთვის ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში და მუდმივად მზად არის ხელი გაუმართოს მათ ვისაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. 

ორი სიტყვით მინდა ჰოსპისზე გითხრათ, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მისი დაარსება გადაწყვიტა ნინო კიკნაძემ და მე სიამოვნებით ჩავერთე ამ პროექტის განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპისის დასახმარებლად მუდმივად ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მას ყოველთვის სჭირდება კვება, ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშული პროექტიდან შემოსული თანხა ჰოსპისს მოხმარდება" ,-აღნიშნა ქვეყნის პირველმა ლედიმ.

ღონისძიებას პროექტში მონაწილე ბავშვები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics