|
2018-11-24 18:55:44, 1961 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თელავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1996 წელს დაბადებული დ. რ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.რ. მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ კაფე-ბარში შევიდა, საიდანაც სხვადასხვა ელექტროტექნიკა მოიპარა. „იქვე მდებარე, ამავე კაფის მეპატრონის სახლიდან კი ფული - 220 ლარი წაიღო. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან რამდენი ქუჩის მოშორებით გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანაც მოიპარა, მასში ნაქურდალი ნივთები მოათავსა და მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად დ.რ. თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები, ფული და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)