18:02 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 18:44:41, 1505 ნახვა

პოლიტიკა
„არა ნაცმოძრაობას! არა ამათ ნამსხვრევებს!“ - ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აქცია გამართეს

„არა ნაციონალურ მოძრაობას!“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ბათუმში ევროპის მოედანზე.

 „პატრიოტთა ალიანსი“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მოუწოდებდა.

„ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, „არა“ წარსულში დაბრუნებას!, „არა“ სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმს!, “არა“ ძალადობას და ტერორს!  და უამრავი ადამიანი საქართველოში უერთდება ამ მოწოდებას, როგორც თქვენ ნახეთ და კიდევ ნახავთ მომავალში“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აქციის მთავარ გზავნილად ნაცმოძრაობის წევრების დასჯას ასახელებს.

„არა“ ნაცმოძრაობას! „არა“ ამათ ნამსხვრევებს!  ვითომ ევროპულ მოძრაობას და საერთოდ, ამ ხალხს „არა“ და საერთოდ, დაისაჯოს ეს ხალხი!  ესაა მთავარი გზავნილი!" - აცხადებს თარხან-მოურავი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics