17:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 12:49:05, 1056 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა ქართველი მშვიდობისმყოფელები დალოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

პატრიარქმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, გიორგობა მიულოცა და მინისტრს ხატები გადასცა, რომლებსაც ლევან იზორია ავღანეთში ჩაიტანს. ხატებს მაზარ-ი-შარიფის, ბაგრამისა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოში დააბრძანებენ.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ლევან იზორია ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წმინდა გიორგის ხატებსა და 90-ე ფსალმუნებს გადასცემს.

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ხატებთან ერთად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმს „წინამბრძოლს“ ჩაიტანს. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება, ოფიციალურ პრემიერამდე, ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართება. ფილმის წარმომდგენი საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროა, რეჟისორი კი - გიორგი კიკალეიშვილი. ფილმი მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი მუსიკითა და მამა სერაფიმეს არამეული გალობით არის გაფორმებული.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics