19:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 12:40:54, 1260 ნახვა

კომენტარი
ზვიად აბაშიძე - მესამე სექტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადობრივი ნდობის საკითხს

„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები  იმის შესახებ,  რომ  მთავრობა არალეგალურად პირადობის მოწმობებს  ბეჭდავს არჩევნების გასაყალბებლად, ისე რომ  არ არის მითითებული ფაქტები და წყაროები, ეჭვქვეშ აყენებს მათი საზოგადოებრივი ნდობის საკითხს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ განაცხადა.

 მისი თქმით, ეს ფაქტი სამწუხაროა, რადგან  ჩვენსავით ახალბედა დემოკრატიებისთვის მეტ-ნაკლებად ქმედითი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა ლიბერალური დემოკრატიის აშენების ერთ-ერთ მთავარ იმედს წარმოადგენს.

 „მესამე სექტორმა  წესით, ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის მშენებლობას და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.  ამასთან, ფხიზლად ედგნენ მთავრობას მოდარაჯედ. თუ გავლენიანი არასამთავრობო სექტორი საჯარო პროცესში, როგორც პოლიტიკური სუბიექტი ისე დაიწყებს წარმოჩენას, ამით ნამდვილად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და დააკნინებს მის  დადებით აღქმას ფართო საზოგადოებაში“,- გნაცხადა ზვიად აბაშიძემ, რომლის აზრით,  ხშირია შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო სექტორი  პოლიტიკური პროცესის თანამონაწილე  ხდება პოლიტიკური პარტიებისა და სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, რაც მათ როლს, სამწუხაროდ,  არც თუ სახარბიელოდ წარმოაჩენს.

„მისასალმებელია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები შესძლებენ შექმნან ერთგვარი გამტარი საჯარო-პოლიტიკურ პროცესსა და ადამიანის კერძო საქმიანობას შორის. მიუღებელია,  თუ მათი მხრიდან ჩვენ მივიღებთ დაინტერესებულ მხარეს“, - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics