19:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 20:43:40, 1267 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვთ

„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან წევრები, არის ტყუილი“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ონში ინცინდეტი ყოფით ნიადაგზე მოხდა და არანაირი შემხებლობა ამას პოლიტიკასთან არ აქვს. 

„სამწუხარო ინციდენტი მოხდა, ონში, მთავარია, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ინციდენტის შედეგად ზიანი მიადგა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს.  რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის  ტყუილი, რეალურად ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ინციდენტში მონაწილე პირებს შეხება არ აქვთ ქართულ ოცნებასთან. მათ მიმართაც მყისიერად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც, ისინი დაკავებულები არიან. აუცილებელია, გამოძიება სათანადოდ დასრულდეს და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics