19:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 17:27:11, 1155 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება

„იუსტიციის სამინისტრომ, 50-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი და არაერთი იუსტიციის სახლი ააშენა და გავხსენა ბოლო 5 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება.

"შესაბამისად, ჩვენ გვინდა, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მრავალი წელია, ტერიტორიულ სამსახურებში მუშაობს,  საჯარო რეესტრსა თუ სამოქალაქო რეესტრში, შევინარჩუნოთ და მათ მუშაობა განაგრძონ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც უკვე 2019 წელს  გაიხსნება  საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები, ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს ვატრენინგებთ წინასწარ უკვე მოქმედ საზოგადოებრივი ცენტრებსა ან იუსტიციის სახლებში.  ამჟამადაც რამდენიმე ტერიტორიული სამსახურის ორი სხვადასხვა სსიპის (საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტო) თანამშრომლები იმყოფებიან საზოგადოებრივ ცენტრებში გადამზადებაზე 10 დეკემბრამდე. 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ახალი ტალღა გაემგზავრება ტრენინგზე და ეს გაგრძელდება  იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ  უკვე არსებულმა, მრავალი წლის გამოცდილების მქონე კადრებმა, რომლებიც შეიძლება ჩემი წინამორბედების, სხვადასხვა მინისტრების დროს  მოვიდნენ სისტემაში", - აღნიშნა მან. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics