|
2018-11-22 17:25:55, 1096 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ქვემო ქართლის საგამოძიებო დანაყოფსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანზე მორგებული გარემო შექმნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - ღასან ხალილთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ახლად მოწყობილი ოთახი, ასევე, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვნების უფლებების დაცვის სტანდარტებზე მორგებული საგამოძიებო და განთავსების ოთახები დაათვალიერა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვნებისთვის შექმნილ ადაპტირებულ სივრცეში, რომელიც სრულად არის მორგებული მოზარდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განვითარებაზე, არასრულწლოვანთა მიმართულებით სპეციალიზებული გამომძიებლების მიერ განხორციელდება არასრულწლოვან მოწმეთა და დაზარალებულთა გამოკითხვა, რაც მათი ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას ისახავს მიზნად. ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები განთავსდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავების ოთახში, რომელიც არასრულწლოვანზეა მორგებული. ,,რეალურად, რუსთავში ჩვენ პირველად გავაკეთეთ არასრულწლოვნების მიმართ ან არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში მათთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის სრული მოწყობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას რომ, ჩვენ არასრულწლოვნების დანაშაულს ეფექტურად ვებრძოლოთ. ეს არის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების იმ დიდი გეგმის, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, ავჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორის ახალდაწყებული პროექტი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება კომპლექსი, სადაც არასრულწლოვნებისთვის ასევე იქნება განსაზღვრული სპეციალური სივრცე. ჩვენ ამ გზით რუსთავიდან ვიწყებთ და ახლო მომავალში მსგავსი ინფრასტრუქტურა გაჩნდება ქვეყნის ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ. არასრულწლოვნებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოეწყო. 2018 წლის დეკემბრიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინიცირებული პროექტის ფარგლებში, არასრულწლოვნებისთვის ქალაქ თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურებაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნას 2019 წლიდან სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს.
(NS)
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)