07:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 15:38:09, 1391 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია, ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ალბათ ანიმაციებზე გადავა

„ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ ანიმაციებზე გადავა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძე „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკათებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„უბრალოდ, გაუგებარია მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება, როგორც გაირკვა და ა 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics