|
2018-11-22 15:24:12, 1094 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი - არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს. „საქართველოში გორი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონები განვითარდეს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, რადგან ამ ქვეყანაში თუ არ იქნა ძლიერი რეგიონი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში. სანამ არ გავაძლიერებთ რეგიონებს ისე, რომ აქედან წასვლა არავინ მოისურვოს, მანამდე არ ვიქნებით ისეთი განვითარებული ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. მე ვიქნები თქვენს გვერდში, რათა რეგიონები თავიანთი მიმართულებებით გავაძლიეროთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი. „ჩვენთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა. მე ამაზე ვიმუშავებ ჩემი წარსული გამოცდილებით და შემიძლია, ამ დარგში მივიღო შედეგები ისე, როგორც სხვა დარგში", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ფერმერები არიან მაგალითი,როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. „სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, რასაც თავად ქმნის, ესაა საჯარო სექტორი და აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესაა ქვეყნის ხერხემალი. აწარმოე საქართველოში წარმატებული პროგრამაა და ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ხელმისაწვდომი", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იქნება ფერმერების დამცველი. „შრომის უსაფრთხოება და ყველა ის პირობები, რომელიც არსებობს საწარმოში, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ადამიანების დაცულობა ევროპის მიღწევაა და უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, დაცულობა მეწარმეების. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს თქვენს გვერდით. მიგულეთ თქვენს გვერდით", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)