19:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 19:41:18, 1320 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციით, მაქსიმალური პასუხისმგებლობით ისარგებლოს

"დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა.  

პრემიერმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროპელ პარტნიორებთან, რათა რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და ცალკეულმა მოქალაქეებმა უპასუხისმგებლოდ არ ისარგებლონ ამ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებით. 

"ზოგადი ტრენდი ბევრ სახელმწიფოში ნეგატიურია. თანდათან სულ უფრო  მეტი ევროპული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად, რაც ამ პრობლემის სისტემურად გადაწყეტის წინაპირობაა. შესაბამისი ორგანოები ყოვედღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ. ეს არის პროცესი. თავიდან იყო ადამიანების გაზრდილი რაოდენობა, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს შემცირებული რაოდენობა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რისკი არსებობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics