15:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 12:50:48, 906 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება, - ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეიდან დაიწყებს.

„წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელი დიღმის მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. სამუშაოები დღეს იწყება. ეს საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპადაა დაყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია შეხვედრა სოფელ დიღმის მოსახლეობასთან, სადაც მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ.

პროექტის დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით, პროექტი ოთხწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.

„დღეს ვიწყებთ პროექტის პირველ ეტაპს, რომლის ღირებულება დაახლოებით, 3 მლნ ლარამდეა. მომდევნო  წლის განმავლობაში, პროექტი მთლიანად განხორციელდება და ჯამში, დაახლოებით, 16 კილომეტრამდე ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics