|
2018-11-20 19:00:49, 2194 ნახვა
სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურაში დაიბარეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირადობის ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია გამოკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი 12:30 საათზე. ცნობისთვის, დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა და ამ საქმეში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე პირადად იყო ჩართული. მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს უწყება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)