2015-06-14 09:34:50, 750 ნახვა
საზოგადოება
ზოოპარკის ტერიტორიაზე გულიკო ჭიტაძის, მისი მეუღლისა და ვეტერანის ცხედარი იპოვეს
ზოოპარკის ტერიტორიაზე 3 ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი გულიკო ჭიტაძეა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ვეფხვა დაზიანებები მიაყენა. დაიღუპა გულიკო ჭიტაძის მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და მათთან შეფარებული ომის ვეტერანი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
სამივე გარდაცვლილი ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ, ზოოპარკში ვეფხვი მის მომვლელ ქალბატონ გულიკოს თავს დაესხა. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისთვის, 8 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დადასტურებულია.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებს მერია დახმარებას როგორც სარიტუალო ასევე სხვა საკითხებში აღმოუჩენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან