13:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 15:53:32, 1116 ნახვა

საზოგადოება
დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. 

დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელები ძირეულად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოასფალტდა გზა. დარჩენილია გზაგამყოფები, რომლებიც ერთ კვირაში მოწესრიგდება. მოეწყობა ახალი გამწვანება, თავისი სარწყავი სისტემით. ასევე, ორი კვირის შემდეგ განხორციელდება გზის დახაზვითი სამუშაოები, რადგან შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, გარკვეული დროის გასვლა აუცილებელია. ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაფერი ძირეულად იცვლება, რათა სამომავლოდ, მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, დუმბაძის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ბორდიური და ტროტუარი, ხოლო ასფალტის საფარი 17 000 კვ. მეტრ ფართობზე დაიგო.

სამუშაოები, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 400 000 ლარი დაიხარჯა, შპს „ენ სი სიმ“ აწარმოა.

დუმბაძის გამზირზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics