15:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 20:12:23, 2526 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან 21 ნოემბერს ბრუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც საქართველო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

„ევროკავშირი მკაფიოდ აღიარებს საქართველოს წარმატებას და პროგრესს რეფორმების კუთხით ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე. ვაფასებთ უვიზო რეჟიმს, რომელიც შარშან ამოქმედდა. საქართველო ასევე არის სანდო პარტნიორი და წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვაში, რასაც ასევე ვაფასებთ. მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მთავრობა და ევროკომისიის წევრები, რაც არასდროს არ მომხდარა. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე სასაუბროდ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო პერიოდში არსებული განვითარებები იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics