10:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 12:59:22, 1393 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგადად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

პაციენტები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

როგორც ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მათ სხეულის დამწვრობის გარდა, სხვადასხვა ტრავმული დაზიანებები აქვთ მიღებული.

"სამივე დაშავებულის მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. სამივე მათგანი  არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებთან გვაქვს საქმე. ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. მათი ასაკია 44 წლის, 24 წლის და 6 წლის. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. შესაბამისად  75%, 55% და 12% გარდა დამწვრობისა აღენიშნებათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება. მათ დაზიანება მიიღეს გაზია აფეთქების შედეგად", - აღნიშნა ქაშიბაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics