|
2018-11-15 12:39:33, 967 ნახვა
საზოგადოება
ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა
აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში (CSIS) გაიმართა იმ მეცნიერების მონაწილეობით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. აღნიშნული პროექტის კვლევების საფუძველზე, 2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“, რომლითაც დასტურდება, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან ერთად, განხილული იყო თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, უცხოური ინვესტიციების, ადგილობრივი ეკონომიკისა და აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალის საკითხები. „ქართული ღვინის ფორუმი“ ორგანიზებული იყო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო და აშშ-ში საქართველოს საელჩო. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა „საფერავის ფესტივალი“ და ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მედიისთვის. ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის. „ამ სამი დღის განმავლობაში, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ქართული ღვინო და ღვინის კულტურა წარგვედგინა ღვინის პროფესიონალებისა და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ თვალსაზრისით აშშ არის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ბაზარი“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
(NS)
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)